ბოლო 18 წლის განმავლობაში, ლელა სხვადასხვა სექტორში ხელმძღვანელობდა ათობით პროექტს, მონაწილეობდა 320 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ინიციატივების მართვაში ქვეყნის მასშტაბით. ის სპეციალიზირებულია პროდუქტის განვითარებაში, ინოვაციური ინიციატივების და კაპიტალური პროექტების განხორციელებაში.

ლელა 10 წლის განმავლობაში იყო რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის (ლაბორატორიის), მისი ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორიების და საველე სადგურების კონცეპტის, დიზაინის, მშენებლობა-აღჭურვის, შენობების ექსპლუატაციაში გაშვების, პერსონალის უნარების და შესაძლებლობების, ორგანიზაციული განვითარების პროგრამის დირექტორის მოადგილე.

ლელა არის მისი მოქმედი პროფესიონალი პროექტის მენეჯერების გაერთიანების – პროექტების მართვის ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის შექმნის ინიციატორი, დამფუძნებელი და პრეზიდენტი.

ლელა სპეციალიზდება პროექტის მონაწილეების შესაძლებლობების, უნარების და ტრენინგის საჭიროებების შეფასებასა და მიწოდებაში. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მას მონაწილეობა აქვს მიღებული პროექტების მართვის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ პროექტის მართვის პროფესიონალის საგამოცდო საკითხების განხილვასა და შემუშვებაში.

საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორების 2500-ზე მეტი მენეჯერისთვის ლელას ქართულ და ინგლისურ ენებზე ჩატარებული აქვს პროექტის ოპერაციების, პროექტის მონიტორინგის და კონტროლის, რისკების მართვის და ცვლილებების მართვის 1000-ზე მეტი ტრენინგი. კორპორატიული ტრენინგები ჩატარებულია ისეთი ორგანზაციებისა და კომპანიებისთვის, როგორიც არის:

ლელა საქმიანობს, როგორც დამოუკიდებელი ტრენერი, მენტორი და ქოუჩი. აგრეთვე თანამშრომლობს საქართველოს წამყვან 10 უნივერსიტეტსა და სასწავლო ცენტრსთან.

ლელა არის ციფრულ ტრანსფორმაციასა და პროექტის მართვის წიგნებზე საუბრების ციკლის ავტორი, მასპინძელი და მომხსენებელი. მან 20-მდე დისკუსია გამართა საერთაშორისო დონის ექსპერტებთან და აზროვნების ლიდერებთან.

ლელა თავისი “პროექტის მენეჯმენტის ჰაბი“-ს მეშვეობით უზიარებს თავის ცოდნას და მოსაზრებებს პროფესიონალებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით.

როგორც ბიზნეს კონსულტანტი ლელა მუშაობდა მსოფლიოს წამყვან კორპორაციებთან. მისი სპეციალიზაციაა პროგრამისა და პროექტის მენეჯმენტი, მონიტორინგის/კონტროლის სისტემის შემუშავება და ვალიდაცია, პროცედურისა და სისტემების შემუშავება და დანერგვა, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შემუშავება. ლელას აქვს პროექტის მართვის კომპანიების მსოფლიო ათეულში შემავალ კორპორაციებთან Bechtel და CH2MHILL მუშაობის გამოცდილება მაღალ მენეჯერულ თანამდებობებზე.

ლელა არის სერტიფიცირებული პროექტის მართვის პროფესიონალი (PMP), ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (MBA), ბიზნეს ურთიერთობების მენეჯმენტის პროფესიონალი (BRMP) და პროფესიონალი Scrum Master (PSM). მას ასევე აქვს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მაგისტრის სერთიფიკატი პროექტების მენეჯმენტში და არის Erickson Coaching International-ის კურსდამთავრებული.