
PMP გამოცდისთვის მოსამზადებელი მენტორინგი
მენტორინგის განმავლობაში თქვენ შეისწავლით პროექტის მართვის ინსტიტუტის (www.pmi.org) PMBOK®-ის ბოლო გამოცემის წიგნის სტრუქტურას, პროექტის მართვის 49 პროცესის და დომეინების ურთიერთკავშირს. გეცოდინებათ რა ინფორმაციაა საჭირო თითოეული პროცესისთვის, რა ინსტრუმენტები გამოიყენება პროცესში და რა მიიღება პროცესის შედეგად. თქვენ მიიღებთ პერსონალიზებულ მენტორობას და ქოუჩინგს, რაც დაგეხმარებათ პროექტის მართვის პროფესიონალის (Project Management Professional – PMP) გამოცდის ჩაბარებაში!
მხოლოდ PMBOK-ს შესწავლით გამოცდის ჩაბარება გაგიჭირდებათ!
- რას ისწავლით
- მენტორინგის დეტალები
- ვისთვისაა მენტორინგი
- მოთხოვნები
- სილაბუსი
- სამუშაო ენა
მენტორინგის სრული კურსი გრძელდება 51 დღე 1,5 თვის განმავლობაში. ამ პერიოდში თქვენ მოგეწოდებათ დამხმარე მასალები, YouTube ლინკები, თამაშები, მეცადინეობის ინსტრუქცია, გრაფიკი და სხვა დამატებითი რესურსები.
ამ დროის განმავლობაში, ნებისმიერ შეკითხვასა თუ კომენტარზე პასუხის მისაღებად, რომელიც გამოცდის მომზადებისას გაგიჩნდებათ, შეგეძლებათ დაკავშირება მენტორთან სხვადასხვა საკომუნიკაციო პლათფორმების საშუალებით (WhatsApp, Viber, Signal, სხვა). მენტორინგის დასასრულს თქვენ:
- აღმოაჩენთ თქვენთვის, ინდივიდუალურად ყველაზე ეფექტურ გზას PMP სერთიფიკაციისთვის მოსამზადებლად.
- გაიგებთ პროექტის მართვის 49-ვე პროცესს, მათ თანმიმდევრობას და ურთიერთკავშირს.
- გექნებათ თქვენს საჭიროებებზე მორგებული სწავლის სტრატეგია.
- დაინახავთ პროექტის მართვის სხვადასხვა პროცედურებს შორის მსგავსებებს და განსხვავებებს.
- გეცოდინებათ თითოეული პროცესის მართვისთვის საჭირო ინფორმაცია, ინსტრუმენტი/ფორმა, მიდგომა და პროცესის ბოლოს დამდგარი შედეგი.
- გავლილი გექნებათ ცოდნის გადასამოწმებელი 2000-ზე მეტი ტესტი.
- გაკეთებული გექნებათ 16 სიმულაცია.
- ლოგიკურად დააკავშირებთ დაგეგმვის 24 ეტაპს.
- შეავსებთ და გააგზავნით PMI PMP განაცხადს.
იმისთვის, რომ მოკლე დროში და ეფექტურად აითვისოთ გამოცდისთვის საჭირო ინფორმაცია, მენტორი ყოველი შეხვედრისას განიხილავს თქვენთვის აქტუალურ კონკრეტულ კითხვებს და საკითხებს.
ეს მენტორობა შექმნილია იმისთვის, რომ მოგცეთ მიმართულება და დაგეხმაროთ PMI PMP® სერტიფიცირებისთვის მომზადების დროს. მენტორობა დაგეხმარებათ უკეთ გაეცნოთ PMBOK® სახელმძღვანელოს, მიიღოთ ტესტირების გასავლელად საჭირო რჩევები და გაეცნოთ ტესტირების გავლის ტექნიკას.
პროექტის მართვის პროცესის მუშაობის ლოგიკის გაგება, თქვენი შესაძლებლობების გაცნობიერება და ფოკუსირება წარმატების გასაღებია.
მენტორობა გრძელდება 45 დღის განმავლობაში და მოიცავს 75 საათს ლაივ ონლაინ სესიას (დაახლოებით 1 საათიანი ყოველდღიური მენტორობა, დამატებითი მყისიერი კომუნიკაცია და ცოცხალი მონიტორინგი ონლაინ სიმულაციური ტესტების დროს). მენტორობა დასრულება 1,5 თვეში სწავლის გრაფიკის და წესების ზუსტი დაცვით. მენტორობის მონაწილეებს საშუალოდ 2-2.5 თვე სჭირდებათ გამოცდისთვის მოსამზადებლად.
მენტორინგის დასაწყისი 11 მარტი 2024;
მენტორინგის დასასრული 02 მაისი 2024;
დასვენების დღეები ყოველი კვირა დღე 11 მარტისა და 02 მაისის პერიოდში.
მიწოდების მეთოდი: ონლაინ.
მენტორობის სრული ღირებულებაა 4000 ლარი (ნეტ).
- ვისაც უნდა PMP ან CAPM სერთიფიკატის აღება და სჭირდება დახმარება სწავლის სტრეტეგიის და მეთოდოლოგიის განსაზღვრაში, დროის მართვაში, კონცენტრაციასა და მოტივაციის შენარჩუნებაში.
- ვისაც სურს კარიერული წინსვლა პროექტის მართვის მიმართულებით
- ვისაც სურს PMBOK®-ში მოყვანილი ინსტრუმენტები და ფორმები გამოიყენონ პროექტებში და ორგანიზაციებში
- ვისაც სურს, დაინახოს ლოგიკური კავშირები პროექტის სხვადასხვა პროცესებს შორის.
- ყველა დაინტერესებული პირი გაივლის ინდივიდუალური გასაუბრების და შერჩევის პროცესს, რომლის დროსაც შეფასდება მათი ინგლისური ენის ცოდნა.
- პროექტების მართვაში სამუშაო გამოცდილება (36 თვე).
- პროექტების მართვის შესაბამისი საბაზისო ცოდნა.
წიგნის და ონლაინ სიმულაციური ტესტის ღირებულება არ შედის მენტორობის საფასურში.
- მენტორობის პროცესი და მიდგომა PMP გამოცდის მოსამზადებლა
- PMBOK ჩარჩო
- პროცესები და დომეინები
- პროექტის ინტეგრაცია
- პროექტის შინაარსი
- პროექტის გრაფიკი
- პროექტის ფასი
- ხარისხი
- რესურსი
- კომუნიკაციები
- რისკი
- შესყიდვა
- დაინტერესებული მხარეები
- რჩევები PMP გამოცდის პირველად ჩაბარებისთვის
მენტორობა ჩატარდება ქართულ ენაზე / შესაძლებელია ინგლისურენოვანი მენტორობის დაკვეთაც.
PMI-ACP გამოცდისთვის მოსამზადებელი მენტორინგი
კურსი შექმნილია მათთვის ვისაც სურს ჩააბაროს PMI-ACP გამოცდა
მენტორინგის განმავლობაში თქვენ შეისწავლით, პროექტის მართვის ეჯაილ ფილოსოფიის 7 დომეინის ურთიერთკავშირს. გეცოდინებათ როგორია გამოცდის სრტრუქტურა რა ინფორმაციაა საჭირო თითოეული დომეინისთვის და რა ინსტრუმენტები გამოიყენება. თქვენ მიიღებთ პერსონალიზებულ მენტორობას და ქოუჩინგს, რაც დაგეხმარებათ პროექტის სერთიფიცირებული ეჯაილ პროფესიონალის (ACP) გამოცდის ჩაბარებაში!
- რას ისწავლით
- მენტორინგის დეტალები
- ვისთვისაა მენტორინგი
- მოთხოვნები
- სილაბუსი
- სამუშაო ენა
მენტორინგის სრული კურსი გრძელდება 30 დღე და ამ 1 თვის განმავლობაში თქვენ მოგეწოდებათ დამხმარე მასალები, YouTube ლინკები, თამაშები, მეცადინეობის ინსტრუქცია, გრაფიკი და სხვა დამატებითი რესურსები.
ამ დროის განმავლობაში, ნებისმიერ შეკითხვასა თუ კომენტარზე პასუხის მისაღებად, რომელიც გამოცდის მომზადებისას გაგიჩნდებათ, შეგეძლებათ დაკავშირება მენტორთან სხვადასხვა საკომუნიკაციო პლათფორმების საშუალებით (WhatsApp, Viber, Signal, სხვა). მენტორინგის დასასრულს თქვენ:
- აღმოაჩენთ თქვენთვის, ინდივიდუალურად ყველაზე ეფექტურ გზას PMI-ACP სერთიფიკაციისთვის მოსამზადებლად.
- გაიგებთ პროექტის მართვის შვიდივე დომეინის შესახებ ინფორმაციას, მათ თანმიმდევრობას და ურთიერთკავშირს.
- გექნებათ თქვენს საჭიროებებზე მორგებული სწავლის სტრატეგია.
- დაინახავთ ეჯაილ პროექტის მართვის სხვადასხვა პროცედურებს შორის მსგავსებებს და განსხვავებებს.
- გეცოდინებათ ეჯაილ პროექტის სხვადასხვა ჩარჩოთი მართვისთვის საჭირო ინფორმაცია, ინსტრუმენტი/ფორმა, მიდგომა და პროცესის ბოლოს დამდგარი შედეგი.
- გავლილი გექნებათ ცოდნის გადასამოწმებელი 400-ზე მეტი ტესტი.
- გაკეთებული გექნებათ 4 გამოცდის სიმულაცია.
- შეავსებთ და გააგზავნით PMI ACP განაცხადს.
იმისთვის, რომ მოკლე დროში და ეფექტურად აითვისოთ გამოცდისთვის საჭირო ინფორმაცია, მენტორი ყოველი შეხვედრისას განიხილავს თქვენთვის აქტუალურ კონკრეტულ კითხვებს და საკითხებს.
ეს მენტორობა შექმნილია იმისთვის, რომ მოგცეთ მიმართულება და დაგეხმაროთ PMI ACP® სერტიფიცირებისთვის მომზადების დროს. მენტორობა დაგეხმარებათ უკეთ გაეცნოთ ეჯაილ ფილოსოფიას და მის ღირებულებებს, მიიღოთ ტესტირების გასავლელად საჭირო რჩევები და გაეცნოთ ტესტირების გავლის ტექნიკას.
PMI-ACP მენტორობა გრძელდება 30 დღის განმავლობაში და მოიცავს 44 საათს ლაივ ონლაინ სესიას (დაახლოებით 1 საათიანი ყოველდღიური მენტორობა, დამატებითი მყისიერი კომუნიკაცია და ცოცხალი მონიტორინგი ონლაინ სიმულაციური ტესტების დროს). მენტორობა დასრულება 1 თვეში სწავლის გრაფიკის და წესების ზუსტი დაცვით. მენტორობის მონაწილეებს საშუალოდ 1-1.5 თვე სჭირდებათ გამოცდისთვის მოსამზადებლად.
- მენტორინგის დასაწყისი 26 სექტემბერი
- მენტორინგის დასასრული 26 ოქტომბეერი
- დასვენების დღეები 7, 10, 19 და 25 ოქტომბერი
- მიწოდების მეთოდი: ონლაინ
- მენტორობის სრული ღირებულებაა 3000 ლარი (ნეტ)
- ვისაც უნდა PMI-ACP სერთიფიკატის აღება და სჭირდება დახმარება სწავლის სტრეტეგიის და მეთოდოლოგიის განსაზღვრაში, დროის მართვაში, კონცენტრაციასა და მოტივაციის შენარჩუნებაში.
- სხვადასხვა დონის განათლების და გამოცდილების მქონე ეჯაილ პრაქტიკოსები.
- ვისაც სურს კარიერული წინსვლა პროექტის ეჯაილ ფილოსოფიით მართვის მიმართულებით
- ვისაც სურს სხვადასხვა ეჯაილ ჩარჩოს ინსტრუმენტები და ფორმები გამოიყენონ პროექტებში და ორგანიზაციებში
- ვისაც სურს, დაინახოს ლოგიკური კავშირები პროექტის სხვადასხვა პროცესებს შორის.
- ყველა დაინტერესებული პირი გაივლის ინდივიდუალური გასაუბრების და შერჩევის პროცესს, რომლის დროსაც შეფასდება მათი ინგლისური ენის ცოდნა.
- ბაკალავრის ხარისხი
- პროექტების მართვაში ეჯაილიტ სამუშაო გამოცდილება (8 თვე).
- პროექტების მართვის შესაბამისი საბაზისო ცოდნა (21 საათი).
- გამოცდის და ონლაინ სიმულაციური ტესტის ღირებულება არ შედის მენტორობის საფასურში.
დომეინი I. ეჯაილ პრინციპები და ფილოსოფია (mindset)
დომეინი II. ღირებულებაზე ორიენტირებული მიწოდება
დომეინი III. სტეიკჰოლდერების ჩართულობა
დომეინი IV. გუნდის მუშაობა
დომეინი V. ადაპტირებული დაგეგმვა
დომეინი VI. პრობლემების აღმოჩენა და მოგვარება
დომეინი VII. უწყვეტი გაუმჯობესება (პროდუქტი, პროცესი, ხალხი)
მენტორობა ჩატარდება ქართულ ენაზე / შესაძლებელია ინგლისურენოვანი მენტორობის დაკვეთაც.
ცვლილებების მართვის სრული კურსი
ინდივიდუალური, გუნდის და ორგანიზაციის
ცვლილებების მართვა
ცვლილებების მართვის კურსის დროს, შეისწავლით როგორი მიდგომები და მეთოდები არსებობს ინდივიდის, გუნდების და ორგანიზაციების ტრანსფორმაციისთვის არსებული მდგომარეობიდან სასურველ მდგომარეობამდე. კურსის განმავლობაში შეისწავლით თანამედროვე ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოიყენება ინდივიდუალური, გუნდის თუ ორგანიზაციული ცვლილებების, მტკივნეული რეფორმების, ორგანიზაციული ზრდის ან ციფრული ტრანსფორმაციის დროს.
- რას ისწავლით
- კურსის დეტალები
- ვისთვისაა კურსი?
- სილაბუსი
- სამუშაო ენა
ეს კურსი მოგცემთ ფართო ცოდნას ცვლილების პროცესის შესახებ. თქვენ გეცოდინებათ არა მხოლოდ ცვლილებების აუცილებლობა და ის, თუ როგორ რეაგირებენ ადამიანები მასზე, არამედ შეიტყობთ ცვლილებასთან დაკავშირებული ხედვის და მისიის შესახებ.
იმისათვის, რომ შეცვალოთ რომელიმე ორგანიზაციის მიმართულება ან ფოკუსი, ჯერ უნდა მოამზადოთ გარემო და შექმნათ ცვლილების განხორციელების აუცილებლობის პირობა. ჩამოაყალიბოთ შესაბამისი გუნდი და პროცედურა, რომელიც დაგეხმარებათ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. ოთხი ლექციის განმავლობაში მონაწილეებს გეცოდინებათ ინდივიდუალური, გუნდური და ორგანიზაციული ცვლილების მეთოდების, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ.
- კურსის ხანგრძლივობა 12 საათი
- კალენდარი: მოთხოვნისამებრ (შეთანხმებით) კორპორატიული დაკვეთით.
კურსი განკუთვნილია იმ ინდივიდების, მენეჯერების და ორგანიზაციებისთვის, ვინც გეგმავს ან ახორციელებს პიროვნულ თუ ორგანიზაციულ ცვლილებას. ასევე, იმ ლიდერებისთვის, რომლებიც ჩართული არიან ან მართავენ ორგანიზაციულ ან/და ციფრულ ტრანსფორმაციას.
ცვლილებების მართვის პროცესების და ინსტრუმენტების ცოდნა დაგეხმარებათ გაზარდოთ მინიმალური წინააღმდეგობით წარმატებულად განხორციელებული ტრანსფორმაციების რაოდენობა, თანამშრომლების მაქსიმალური ჩართულობით, უკეთესი შედეგებით და მინიმალური დანახარჯით.
- რა არის ცვლილება?
ცვლილების ტიპები
რატომ ვერ ახერხებენ ცვლილების მართვას ორგანიზაციები - ინდივიდუალური ცვლილება
ინდივიდუალური ცვლილების პროცესი
ბიჰეივიორისტული, ფსიქოლოგიური და ჰუმანისტური მიდგომები
პიროვნება და ცვლილება
საკუთარი თავის და თანამშრომლების ცვლილება - გუნდის ცვლილება
გუნდის ცვლილების პროცესი
გუნდების ტიპები და მათი პრობლემები - ორგანიზაციული ცვლილება
ორგანიზაციული ტრანსფორმაციის მოდელები და მიდგომები
კრიზისული სიტუაციის განცდის შექმნა - ლიდერობა და მხარდამჭერი კოალიციის შექმნა
ლიდერობა - სტილი და უნარები ცვლილების სხვადასხვა ეტაპზე - ცვლილების აგენტი
ცვლილების აგენტის კომპეტენციები
ცვლილების აგენტის ინსტრუმენტები და ტექნიკები - ცვლილების კომუნიკაცია
თანამშრომლების ჩართულობა და წახალისება
კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან - ციფრული ტრანსფორმაცია
ტრანსფორმაციის სირთულეები
ტრანსფორმაციის ჩარჩო და სტრატეგია
კურსი ჩატარდება ქართულ ენაზე / შესაძლებელია ინგლისურენოვანი მენტორობის დაკვეთაც.